ჯგუფ "Boney M"-ის სოლისტი ქალი შეილა ბონიკი სეპარატისტულ აფხაზეთში კონცერტს გამართავს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, კონცერტი 22 თებერვალს სოხუმის ფილარმონიაში გაიმართება.
"ეს ერთგვარი საჩუქარია რომელიც სამშობლოს დამცველთა დღისადმია მიძღვნილი. შეილა ბონიკს დიდი ხანია უნდოდა აფხაზეთში ჩამოსვლა და ახლა უკვე გადაწყვეტილია, რომ "Boney M"--ის კონცერტი სოხუმში გაიმართება", _ განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრმა ნუგზარ . მისივე თქმით, მომღერალი მაყურებლის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგება.
ბილეთის ფასი 1200 რუსული რუბლი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები