ვანკუვერის პოლიციის ცნობით, 9 ადამიანი დაიღუპა მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად. მათ შორისაა მცირეწლოვანიც. დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება.
ამასთან, როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმა ჯერ არ განიხილება როგორც ტერაქტი.
სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულია მანქანის მძღოლი. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
ვანკუვერის მერმა კენ სიმმა განაცხადა, რომ ინციდენტი ქალაქის ფილიპინელ დიასპორაში ლაპუ-ლაპუს დღის აღნიშვნის დროს მოხდა.