ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბანდერ-აბასში, , შაჰიდ რაჯაის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. იუწყება Irna.
25 ადამიანი დაიღუპა, 1139 დაშავდა, ხოლო 6 დაკარგულად არის მიჩნეული.
ინციდენტის შემდეგ, პროვინციის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
პორტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია შაბათს, 26 აპრილს გავრცელდა.
ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ განაცხადა, რომ ინციდენტი ქიმიური საწყობის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
New York Times-ის ცნობით, აფეთქება გამოიწვია ნივთიერებამ, რომელიც მყარი სარაკეტო საწვავის ინგრედიენტად გამოიყენება.