ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბანდერ-აბასში, შაჰიდ რაჯაის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა18-მდე გაიზარდა. ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰრდად ჰასანზადემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და 18 ადამიანს შეადგენს, დაშავებულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს“, - აღნიშნა მან.
პორტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია შაბათს, 26 აპრილს გავრცელდა.
ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ განაცხადა, რომ ინციდენტი ქიმიური საწყობის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
New York Times-ის ცნობით, აფეთქება გამოიწვია ნივთიერებამ, რომელიც მყარი სარაკეტო საწვავის ინგრედიენტად გამოიყენება.