“მედიასთან ომს აგებს ხელისუფლება”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “ვინ გამოავლენს ნეპოტიზმს თუ არა მედია” - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქმის აბსურდულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მზია ამაღლობელს ე.წ. ხელისუფლება არარსებული "დანაშაულისთვის" სჯის. მათივე თქმით, საქართველოში დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს რეპრესიულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.
მზია ამაღლობელი 100 დღეზე მეტია პატიმრობაშია.
ფოტო: პუბლიკა