რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ცნობით, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებს მართავს.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს სტივ უიტკოფს მასპინძლობს“, - თქვა პესკოვმა.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
პუტინსა და უიტკოფს შორის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს სანქტ-პეტერბურგში შედგა და დაახლოებით ოთხნახევარი საათს გაგრძელდა.
პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ძირითადად განიხილეს უკრაინის გარშემო არსებული ვითარება, თუმცა შეხევდრაზე სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებიც წამოიჭრა.