თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოიტანა.
ჩხეიძე კიდევ ერთი დემონსტრანტის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს. სხვიტარიძის საქმის მოწმე სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან ხმაური მოჰყვა. მოწმე ედიშერაშვილი პოლიციელებმა გააცილეს, თუმცა ედიშერაშვილს სასამართლოში მყოფმა პირებმა მონა და მატყუარა უწოდეს. ამის შემდეგ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ჩხეიძე ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს.
ჩხეიძე საქალაქო სასამართლოსთან 22 აპრილს დააკავეს. ის სისხლის სამართლის წესით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმაა.