აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ სტივ უიტკოფი ამ კვირაში კვლავ გაემგზავრება რუსეთში ცეცხლის შეწყვეტის პირობების განსახილველად.
მისი თქმით, ტრამპი აქტიურად აკვირდება მოლაპარაკებების მიმდინარეობას და უკრაინაში ომის დასრულებას „ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“ მიიჩნევს.
მანამდე The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რომელიც შვიდი პუნქტისგან შედგება და მოიცავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და ყირიმის ანექსიის აღიარებას.
გამოცემის ცნობით, გეგმა არ შეიცავს არანაირი უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, მათ შორის, არ არის ნახსენები “მსურველთა კოალიციის“ დახმარების საკითხიც.