რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქელაბუგაში შაჰედის“ ქარხანას თავს დაესხნენ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მე-14 პოლკის უახლესი დრონები. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის შეიარაღებულ ძალბში განუცხადეს.
რუსულ ქარხანას თავს დაესხნენ ავიაბომბების მატარებელი თვითმფრინავის ტიპის დრონები. ასეთ დრონებს 1500 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ თათრეთის ტერიტორაიზე ქალაქ ელაბუგაში, თავს დაესხნენ ქარხანას, რომელიც აწარმოებს „შაჰედებს“ („გარან-2“), რომელიც მდებარეობს „ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში.
ქალაქის მერმა რუსტემ ნურიევმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთი დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს. ნურიევის თქმით, დაშავებულები არ არიან