ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი ქილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა, - ამის შესახებ კოალცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გავარამიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რობერტ ამსტერდამი არის ძალიან ცნობილი ადვოკატი დასავლურ სამაყროში და მისი ინფორმაციები არ ტოვებს კითხვის ნიშნებს. მეორე, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი, მოდი ესე ვთქვათ ქილერი, რომელმაც ფული იშოვა ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით და ეს გვამები შემთხვევით არ ყოფილი მის გზაზე ამას თვითონ უზრუნველყოფდა. რეალური საფრთხეა ეს ყველაფერი, როგორც ჩანს პლუს ამას მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ბაჩიაშვილმა ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი იცის ბიძინა ივანიშვილზე. როგორც კი ის მოხვდება დასავლეთის ტერიტორიაზე მის მიმართ ინტერესი გაჩნდება, სწორედ ამ ინფორმაციების მიმართულებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველ;თან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატებმა ბიზნესმენის შესაძლო მკვლელობის შესახებ განცხადება გაავრცელეს.