უცხოელი ადვოკატები, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი წერს, რომ ინფრომაცია ბაჩიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის სარწმუნო მუქარის შესახებ ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო.
"გიორგი ბაჩიაშვილის წარმომადგენელმა საერთაშორისო ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მისი კლიენტის სიცოცხლისთვის სარწმუნო მუქარის შესახებ შეიტყო.
მათი კლიენტის წინაშე არსებული სახიფათო სიტუაციის გათვალისწინებით, ბატონი ამსტერდამის იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ამ სავარაუდო შეთქმულების უკან მდგომი პირები", - ნათქვამია განცხადებაში.