საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფისში განაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ევროპული მისწრაფებები პრიორიტეტია ევროპის ქვეყნებისთვის და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაში. .
აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმონ იმ ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ამჟამად ფლობენ.
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ევროპული მისწრაფებები ევროპელებისთვის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა", - აღნიშნეს მაკრონის ოფისში.
გავრცელებული ცნობებით, შეერთებული შტატები მზადაა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიაროს რუსეთის კონტროლი უკრაინულ ყირიმზე და შეამსუბუქოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.