გორის ხელოვნების სახლის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი შენობის ფასადზე დაკიდებულ ევროკავშირის დროშას აალებადი სითხე შეასხეს და დაწვა სცადეს.
"21 აპრილს, 21:00 საათზე, უცნობმა პირებმა ხელოვნების სახლის ფასადზე განთავსებულ ევროკავშირის დროშას აალებადი სითხე შეასხეს და დაწვა სცადეს. შენობაში ორგანიზაციის გუნდის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა და გამოძიება მიმდინარეობს. სიახლეებს შეგატყობინებთ". - წერს გორის ხელოვნების სახლი Facebook-ზე.