აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 23 აპრილს ლონდონში უკრაინასა და ევროპის ქვეყნებთან შეხვედრას არ დაესწრებიან. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
FT-ის ამერიკული და ევროპული წყაროების თანახმად, უიტკოვმა და რუბიომ ლონდონში "შეხვედრაზე უარი თქვეს".
ამასთან, FT-ის ცნობით, ლონდონში, როგორც მოსალოდნელი იყო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი იქნება.
მარკო რუბიოსა და სტივ უიტკოფის გადაწყვეტილების მიზეზებზე განნარტებები არ გაჯეთებულა, თუმცა ის, რომ ლონდონის შეხევდრაშისახელმწიფო მდივანი მონაწილეობას არ მიიღებს, სამშაბათს ბრიფინგზე დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა.
რაც შეეხება უიტკოფს, რუსეთში მისი ვიზიტი ამ კვირაშია დაგეგმილი.