შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.