კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დავით დოიაშვილს, რომელიც გუშინ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"სოლიდარობა დათო დოიაშვილს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. რაც შეეხება სამინისტროსთან არსებულ სურათს, ადგილზე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.