"თეატრი სახელოსნო 42" დავით დოიაშვილსა და "ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს" სოლიდარობას უცხადებს.
"თეატრი სახელოსნო 42 სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასს.
მისი გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს — ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის.
თეატრი არ დუმს. ჩვენი ხმა — ჩვენი პოზიციაა. ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.