საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მუდმივი მომხსენებელი საქართველოზე რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
"საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში. "ქართული ოცნების" მიღებული კანონი, საერთაშორისო დონორებს ავალდებულებს, რომ არასამთავრობოების, მედიის და სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა ხელისუფლებისგან მიიღოს.
ვერცერთი ევროკავშირის თუ საგარეო დახმარება ვერ მიაღწევს თავისუფალ ხმებამდე, თუ რეჟიმის ფილტრს არ გაივლის, რომელიც თავის მხრივ ამ ხმების ჩახშობას ცდილობს. ეს არის სახელმწიფოს ნამდვილი მიტაცება.
მიზანი: დასაჯონ პროტესტის მონაწილეები, გაანადგურონ კრიტიკული მედია და დააფინანსონ მხოლოდ რეჟიმთან მეგობრული არასამთავრობოები. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ საქმე გამჭვირვალობას ეხება - სინამდვილეში კი ეს რეპრესიაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან.
თითქოს ეს არ იყო საკმარისი.
ბანკებს ავალდებულებენ გადსცენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პერსონალური მონაცემები - საბოტაჟის ფიქტიური ბრალდების საბაბით. რეჟიმი იყენებს დამონებულ სასამართლოს, რომ თავი გაიმართლოს.
მეგობრებო ევროკავშირიდან - ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ გვჭირდება სანქციების შემოღება, ევროკავშირის და საქართველოს პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი არჩევნები.
არ უნდა მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, რომ საქართველო ბელარუსად გადააქციოს," - წერს რასა იუკნევიჩიენე.