გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ავტომობილი, სავარაუდოდ, რკინის ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია მანქანაში მყოფი ორი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.