თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს!
თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული“, მაშინ:
გმირობა რას ნიშნავს?
სამშობლო რას ნიშნავს?
და თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!
ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი!
თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი.
ჩვენი ისტორია თურმე “პიარია”, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები“?!
ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი!
და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის!
არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.