საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ვიზიტს იწყებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
“ვიწყებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს. მადლობელი ვარ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის განცხადებით, მეხუთე პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.