საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.
'პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.
პრაღაში საქართველოს პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკას ეწვევა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორსა და მისი გუნდის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, მოდერაციას გაუწევს ბიბლიოთეკის დირექტორი ტომაშ სედლაჩეკი.
დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან"- წერია სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.