ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ირაკლი კობახიძეს, რომელმაც "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოთმინებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით არის შესაძლებელი.
"აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობის სტატუსი ხალხის ნებაზე დააფუძნა. თანაარსებობა საქართველოსთან შესაძლებელია კეთილმეზობლური დამოკიდებულებითა და ურთიერთპატივისცემით" – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო.