დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა, - ამის შესახებ "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
“ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე იმეორებს ერთსა და იმავეს — თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება.
დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს —
ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა.
რა მოუტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას?
• მეტი დაუცველობა
• მეტი სიღარიბე და ხალხის გაღატაკება
• მეტი კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია
რეჟიმს აშკარა ბზარები გაუჩნდა –ეს უსისტემო გადაადგილებები და თანამდებობებზე კარუსელი აჩვენებს ერთ რამეს:
პროტესტი მუშაობს. სანქციები ჭრის. რეჟიმი ირყევა.
ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!
ჩვენი გზა – თავისუფლება, დაცულობა და განვითარება.
მათი გზა – შიში, სიღარიბე და დაუცველობა.”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.