სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონის პარტია "აღორძინების" შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
"დემოკრატიის დაცვა საჭიროა ყველგან, ეს არის პირველ რიგში ევროპული ინსტიტუციები, რა თქმა უნდა საჭიროა გადაიარაღება ევროპის, მაგრამ ასევე გადაიარაღება მორალის, პოლიტიკის. ეს არის შესაძლებლობა გადაწყვეტილება მივიღოთ ყველამ ერთად.
ამ მორალური, პოლიტიკური და მილიტარული გადაიარაღების გზაზე, საფრანგეთს ბედმა არგუნა, ყოველთვის წინა ხაზზე იყოს. ეს არის დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლო და ასე აგრძელებს, მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. გამოსვლის შემდეგ აუდიტორია მის სახელს სკანდირებდა.