"სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, პარლმანეტთან, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა..
"ბევრი მათგანი, არამხოლოდ ვერ აღიარებს, რომ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსული პროპაგანდის ლოზუნგის უკან: „აბა ომი ხომ არ გინდათ?“ დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას, მაგრამ ბარბაცებს. ერთი არის ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებზე და ისინი კვებავენ რეჟიმს. მეორე - რუსული პროპაგანდისა და პროპაგანდისტების, რომლებიც ხალხის მოტყუებასა და დამორჩილებას ცდილობენ; მესამე - რუსული ყაიდის ძალადობრივ სისტემაზე. მთავარ კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაძლებს და როგორ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს და ავტორიტარიზმს, როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა ჩვენ მიერ არჩეულ გზაზე, პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია. ეს არის არაძალადობრივი რთული, ალბათ გრძელი, მაგრამ საბოლოოდ წარმატებული გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს. ჩვენი ძალა მშვიდობიანი გზაა. მმართველ ძალას ძალიან უნდა გადაგვიყვანოს ამ გზიდან, შეგვიყვანოს ძალადობრივ ჭიდილში და ამით დაგვამარცხოს. ამის საშუალებას არ მივცემთ!. კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ, ისინი არა, ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას, მეც თქვენთან ერთად. სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.