„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თავისუფალია. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიღმის პოლიციის შენობა უკვე დატოვა.
მანამდე ელენე ხოშტარიამ გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციის განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ომფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა“.