ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE Party) პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება და პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
"ჩვენ ვგმობთ პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და შემზარავ მოპყრობას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ეს არის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი შემთხვევა, რომელიც ასახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამოკიდებულებას უკანონოდ დაპატიმრებულების მიმართ. ჩვენი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.