თურქეთის ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ შაბათს, 29 მარტს სტამბოლში მასშტაბური აქცია გამართა ქალაქის მერის ეკრემ იმამოღლუს გათავისუფლების მოთხოვნით.
AFP-ის ჟურნალისტების შეფასებით, ღონისძიებაში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.
პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე 2,2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მთავარი დეტალი იყო გამოსვლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც ასახავდა იმამოღლუს ხმას.
„შეიძლება ეცადონ ჩემს შეჩერებას, მაგრამ მე მჯერა თქვენი“, - თქვა ხელოვნურმა ინტელექტმა სტამბოლის მერის ხმით.
ასევე აქციაზე იმამოღლუს წერილი წაიკითხეს:
"მე არ მაქვს შიში, თქვენ ჩემს უკან და ჩემს გვერდით ხართ. მე არ მეშინია, რადგან ერი ერთიანია. ერი ერთიანია მჩაგვრელის წინააღმდეგ", - ნათქვამია წერილში.
საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, ოზელმა გააჟღერა ოპოზიციის მოთხოვნა, რომ იმამოღლუს სასამართლო გადაიცეს პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელევიზიით.
შეგახსენებთ, იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყანაში, მიუხედავად ხელისუფლების აკრძალვისა.
ამავდროულად, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა დაამტკიცა.