ამსტერდამის ცენტრში დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ამსტერდამის ცენტრში, დამის მოედანთან მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
დაჭრილების ევაკუაციისთვის მობილიზებული იყო ვერტმფრენი.
თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი დგინდება. დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.