უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს, 27 მარტს, რუსეთის საოკუპაციო არმიამ მასირებული შეტევა დაიწყო ხერსონის ცენტრზე - საცხოვრებელ კორპუსებსა და რკინიგზის სადგურზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
როგორც ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, დღის განმავლობაში რუსებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრალური ნაწილი.
მისი თქმით, დარტყმების შედეგად დაზიანდა რკინიგზის სადგურის შენობა და საცხოვრებელი კორპუსები.
"ამ დარტყმებმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილებს შორის ორი მედიკოსია, რომლებიც მსხვერპლს ეხმარებოდნენ", - თქვა მან.
რუსეთის ძალებმა დარტყებიმიიტაბეს ხერსონის რკინიგზის სადგურსა და მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე. აღნიშნულია, რომ რკინიგზის თანამშრომლები და მგზავრები არ დაშავებულან, რადგან ისინი თავშესაფარში იმყოფებოდნენ.