თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა სხვიტარიძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 17 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.