გამორიცხული იყო, - ასე უპასუხა გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრის ილია ინჯიას შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება.
„გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება] და ეს დაამტკიცა მათი სამკლავურების შეცვლამ. მათი მიზანი თბილისი იყო და რაც შეიძლება ადვილად გაეკეთებინათ ეს“, - აღნიშნა მან.
ასევე ზაზა გოგავამ უპასუხა კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის კითხვას, ეთანხმება თუ არა ევროსაბჭოს რეზოლუციაში აღწერილ სამხედროების როლს, მათ მოქმედებებს.
„არ ვეთანხმები მაგ აზრს, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, რომ არ ვეთანხმები მუხლს სამხედროებთან მიმართებით. დანარჩენი შეგიძლიათ, იმ ადამიანებს დაუსვათ კითხვა, რის გამო გააკეთეს, რა მიიღეს აქედან შედეგი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
აღნიშნულის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გოგავას მიმართა:
„არ შეიძლება, აქ ორი მხარე იყოს. როცა სამხედროებს აბრალებ ომის დანაშაულს და რეალურად, ამას კენჭისყრისას ხელს უწევ, აქ არ შეიძლება, მხარეები არსებობდეს. ეს ცალსახად დასაგმობია. კარგია, რომ ამას ეთანხმებით, მაგრამ მაშინ ამათთან პარტიაში რა გინდოდათ?, იზიარებთ თუ არა ამ რეზოლუციას, რაზეც გოგავამ აღნიშნა:
„არ ვიზიარებ. პარტიიდანაც გავედი, რადგან აქ სუბიექტურად მოლაპარაკე ადამიანი არ გეხილათ“.