ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ოთხშაბათს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვარშავაში ვიზიტის დროს, ერთმნიშვნელოვნად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ალიანსი პოლონეთზე ან ბლოკის სხვა წევრ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.
„როცა საქმე ეხება პოლონეთის დაცვას და ნატო-ს ტერიტორიის მთლიან დაცვას, თუ ვინმე არასწორად გათვლის და იფიქრებს, რომ შეუძლია გამოუვიდეს თავდასხმა პოლონეთზე ან ალიანსის რომელიმე სხვა წევრზე, მათ მთელი ძალით შეხვდებიან. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება“, - განაცხადა რუტემ.
მან დასძინა, რომ ეს უნდა იყოს "ძალიან ნათელი ვლადიმირ პუტინისთვის და ნებისმიერი სხვისთვის, ვისაც სურს ჩვენზე თავდასხმა".
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა რჩება ალიანსის საფუძვლად და ეს არ შეიცვლება.
ტუსკმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვარშავა ისწრაფვის უკრაინაში სწრაფი მშვიდობისაკენ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი და გარანტირებული იყოს როგორც თავად უკრაინის, ასევე პოლონეთისა და ნატო-ს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.