ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“საქართველო არჩევანის წინაშეა - დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!
ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა დავიბრუნოთ ევროპული მომავალი.
ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!
• პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ!
• ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია!
• ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას!
ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის!”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.