რუსთაველის გამზირზე, ტაშის დაკვრის გამო დაკავებული სტუდენტი, ლუკა გოგია თავისუფალია. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
სტუდენტი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს:
ჩემო ოჯახის წევრებო, სახლში ვარ! ხშირად ვეძებ ამ პროცესის გასაღებს და ყოველთვის ამ სოლიდარობამდე მივდივარ! მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩემი თანაგრძნობა რეჟიმის ტყვეებს.
ასევე, მადლობა ომონს, რომ დამაკავა. ალბათ გული გამისკდებოდა სეუს ბავშვები დაეჭირათ და მე გამოვეშვი, ან სახლიდან მენახა ეს ყველაფერი.
ერთად, ძალიან მალე გამოვალთ ამ კრიზისიდან, რადგან ეს სისტემა უვადო მოსამართლეებზე, ძალმომრეობაზე, ჩაგვრაზე, შეურაცხყოფასა და უკნიდან მოპარვაზე დგას...
თუმცა არ არსებობს უვადო მოსამართლე, არც უვადო ხელისუფალი და არც უვადო ბელადი! უვადო მხოლოდ ღმერთია ამ ქვეყანაზე - უვადო, სრულყოფილი და უსაზღვროდ სამართლიანი!
ცამდე მეამაყებით. აქვე, საქალაქოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოტვიფრული სიტყვით დავამთავრებ: "გავიმარჯვებთ!"
დიდება საქართველოს! შევხვდებით უსამართლობასთან ბრძოლის ველზე! - წერს გოგია.