საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპული კომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით 15 მილიონი ევროს ღირებულების დაფინანსება გამოყო.
ამის შესახებ პრესსპიკერმა ევროკომისიის ოფიციალურ პრესბრიფინგზე ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩვენ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები გავწყვიტეთ. შემდეგ, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას 120 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პირდაპირი დახმარება შევუჩერეთ. ჩვენ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით ასევე გავყინეთ 2024 წლისთვის გათვლილი 30-მილიონიანი დახმარება და არც 2025 წლისთვის ვგეგმავთ რაიმე დახმარებას.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ ამ კუთხით მხარდაჭერას ვზრდით - როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისე დამოუკიდებელი მედიისთვის. უკვე არსებული დახმარების გარდა, ჩვენ დამატებით 15 მილიონი გამოვყავით სამოქალაქო საზოგადოებისთვის". - განაცხადა პრესსპიკერმა.