თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ბოლო დროს გახშირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათის გათამაშება, რაც სიცრუეა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა". - ნათქვამია განცხადებაში.