კვირას, 16 მარტს, გერმანიის ქალაქ გერაში კაცმა ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ისკრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. კაცი საქართველოს მოქალაქეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის წაკიდებისთანავე მგზავრებმა ტრამვაი ავარიული ღილაკის გამოყენებით გააჩერეს, მძღოლმა კი ცეცხლმაქრის საშუალებით ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო, თუმცა, ქალმა სიცოცხლისთვის საშიში დამწვრობები მაინც მიიღო. დაშავებული სპეციალურ ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
კაცმა მიმალვა მოახერხა. პოლიცია მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
სამძებრო სამუშაოებში ასევე, ჩართული იყო ვერტმფრენი და პოლიციის ძაღლებიც.
დღეს დილით კი გერას პოლიციის განყოფილებაში თენგიზ კაკიაშვილი გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. გამოძიება მკვლელობის მცდელობით მუხლით მიმდინარეობს.