აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
“12 წელი და 6 თვე მიისაჯეს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის აღმშენებლობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისთვის, იმისთვის, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს და ოკუპანტს. ყველა ეს ე.წ. განაჩენი არის პუტინის განაჩენი და პუტინის მაამებლად ივანიშვილის რუსული რეჟიმის. ეს არის მათ შორის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, რომ თქვენი ბრძოლა ისჯება და დაისჯება. ეს არის გზავნილი ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის მათ დასაშინებლად, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის არ ეშინოდა და არ ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილს და არც იმ ათობით პოლიტპატიმარს, რომელთა სასამართლოები პარალელურად მიმდინარეობდა ხოლმე. აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამანაშავედ ცნეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მარტს გამოაცხადა.
უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილსთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.