თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინფორმაცია მედიას შსს-ში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ამავე ცნობებით, მოკლული 21 წლის სპორტსმენი იყო, ის ერთ-ერთ ბარში მუშაობდა. გავრცელებული ცნობებით, სპორტსმენი ხობის მკვიდრია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის.