აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომლის დროსაც განიხილეს ქვეყნებს შორის „კავშირების აღდგენის საკითხი“. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუსიტების შემდგომი თავდასხმები ამერიკულ სამხედრო და კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში არ იქნება შემწყნარებელი.
რუბიომ და ლავროვმა ასევე განიხილეს შემდეგი ნაბიჯები საუდის არაბეთში მათი ბოლო შეხვედრების კონტექსტში და "შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კავშირების აღსადგენად".
შეგახსენებთ, 13 მარტს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა. კრემლში აცხადებენ, რომ მისი მეშვეობით ტრამპს „დამატებითი სიგნალები“ გადაეცა.