აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ "ძლიერი სამხედრო მოქმედებების" შესახებ და დაემუქრა ირანს ჰუსიტების მხარდაჭერისთვის.
„დღეს მე ვუბრძანე შეერთებული შტატების სამხედროებს, დაიწყონ გადამწყვეტი და ძლიერი სამხედრო მოქმედება იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ. ისინი აწარმოებენ მეკობრეობის, ძალადობისა და ტერორიზმის დაუნდობელ კამპანიას ამერიკული და სხვა გემების, თვითმფრინავების და დრონების წინააღმდეგ“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელTruth Social-ში.
ტრამპის თქმით, მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის პასუხი სუსტი იყო, ამიტომ უკონტროლო ჰუსიტები აგრძელებდნენ თავდასხმას ამერიკულ გემებზე, განსაკუთრებით წითელ ზღვაში.
„ირანის მიერ დაფინანსებულმა ჰუსიტი ავაზაკები რაკეტებს ესროდნენ ამერიკულ თვითმფრინავებს და მიზანში ჰყავდათ ამოღებული ჩვენი და მოკავშირეების ძალები. აე უწყვეტი თავდასხმები შეერთებულ შტატებსა და გლობალურ ეკონომიკას მრავალი მილიარდი დოლარი დაუჯდა, თანაც უდანაშაულო სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ჩვენ არ მოვითმენთ ჰუსიტების თავდასხმებს ამერიკულ გემებზე. ჩვენ გამოვიყენებთ მომაკვდინებელ ძალას, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს.
ჰუტისებმა დაბლოკეს გადაზიდვები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საწყლოსნო გზაზე, შეაჩერეს გლობალური ვაჭრობის უზარმაზარი ნაწილი. ძირს უთხრიან ნაოსნობის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს, რომელზედაც დამოკიდებულია საერთაშორისო ვაჭრობა და კომერცია.
ჩვენი მამაცი სამხედროები ახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს ტერორისტების ბაზების, მათი ლიდერების და სარაკეტო თავდაცვის წინააღმდეგ, რათა დაიცვან ამერიკული საზღვაო, საჰაერო და სამხწედრო-საზღვაო აქტივები და აღადგინონ თავისუფალი ნავიგაცია. არც ერთი ტერორისტული ძალა არ შეაჩერებს ამერიკულ კომერციულ და სამხედრო გემებს მსოფლიოს საწყლოსნო გზებზე თავისუფლად ნაოსნობაში“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი ჰუტისებს დაემუქრა, რომ თუ თავდასხმები დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ისინი ისეთი „ჯოჯოხეთის“ წინაშე აღმოჩნდებიან, როგორიც არასდროს უნახავთ. მან ასევე მოუწოდა ირანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჰუტისების მხარდაჭერა.
„ნუ ემუქრებით ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც მოიპოვა საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი, ან მსოფლიოს საზღვაო გადაზიდვების ხაზებს. თუ ამას გააკეთებთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა სრულ პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ და ჩვენ თქვენს მიმართ თავაზიანები არ ვიქნებით“, - თქვა ტრამპმა.