ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ჟურნალისტებს ურჩია არ წამოეგონ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხრიკებს.
მისი თქმით, ტრამპი "მედიის ადამიანია".
"გირჩევთ, არ წამოეგოთ დონალდ ტრამპის ხრიკებს. რადგან ამ მხრივ ის თქვენი ადამიანია - მედიის ადამიანია. მას შეუძლია დილით ერთი განცხადება გააკეთოს, საღამოს - მეორე. და ადვილია ჩვენი, თქვენი შეცდომაში შეყვანა. ასე რომ, ჩემი რჩევაა: მხოლოდ ფაქტები. და დღეს ფაქტები ისეთია, რომ ხვალ ან ზეგ კურსკის ოლქი მთლიანად გათავისუფლდება“, - განაცხადა ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტთამ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც 13 მარტს მოსკოვში გაიმართა.