აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს, 13 მარტს ამერიკულ მხარეს ჰქონდა „ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
„ჩვენ გუშინ ძალიან კარგი, ნაყოფიერი განხილვა გვქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და არსებობს ძალიან კარგი შანსი, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს, მაგრამ ამ მომენტში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი სრულიად გარშემორტყმულია რუსეთის სამხედრო ძალებით, ძალიან ცუდ, დაუცველ მდგომარეობაში არიან. მტკიცედ მოვითხოვე პრეზიდენტ პუტინისგან, დაინდონ მათი სიცოცხლე. ეს იქნებოდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომლის მსგავსიც არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
13 მარტს ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.