ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ძალიან ცოტა იარაღს აწარმოებენ რუსეთთან და ჩინეთთან შედარებით. ამის შესახებ CNN იუწყება.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში, რუტემ თქვა, რომ ნატო-ს მეტი იარაღის წარმოება სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღის წარმოება, ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს. არც აშშ-ში და არც ევროპაში. ჩვენ ჩამოვრჩებით რუსებთან და ჩინელებთან შედარებით“, - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს "ძლიერი" თავდაცვის ინდუსტრია, მაგრამ უნდა გაიზარდოს იარაღის წარმოება.