უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ნაწილი რუსეთის კურსკის რეგიონიდან გავიდა.
როგორც იუწყებიან, რუსეთის არმიის შეტევის ფონზე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინის ხელისუფლებამ კურსკიდან ბრიგადები ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გაიყვანა.
უკრაინული მედიის თანახმად, ორი კვირის წინ, უპილოტო თვითმფრინავების ელიტარულმა რუსულმა ჯგუფმა დაარღვია უკრაინული მომარაგების ხაზები.
უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის კურსკის რეგიონში გასული წლის აგვისტოში შეიჭრნენ.