თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.
მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.