საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „მომხმარებელთა უფლებები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში“. კურსის ავტორები არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალები.
კურსი განკუთვნილია: ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში.
სასწავლო კურსის მიზანია: ცოდნის გაზიარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და ტენდენციების შესახებ. კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმავონ ცოდნა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების, მიწოდებისა და მოხმარების წესების, მომსახურების ხარისხის რეგულირების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და ევროპული რეკომენდაციების შესახებ.
ტრენინგ-კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციის გადადით ბმულზე: https://bit.ly/43y8mpV
www.entc.ge