აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიული დათმობები რუსეთთან, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ომის დასრულების შესახებ. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
„ამ მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა იყოს იმის მკაფიო გაგება, რომ უკრაინა მზადაა რთული გადაწყვეტილებების მისაღებად, ისევე როგორც რუსეთს მოუწევს რთული ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის დასასრულებლად ან თუნდაც მისი შესაჩერებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივანმა.
მან უარი თქვა შესაძლო შეთანხმების დეტალების გამჟღავნებაზე, მაგრამ ცხადყო, რომ ორივე მხარის კომპრომისები იქნება ცენტრალური, ნებისმიერი დიპლომატიური შეთანხმებისთვის.
„ვფიქრობ, ორივე მხარე უნდა გაიაზროს, რომ ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. რუსეთი ვერ დაიპყრობს მთელ უკრაინას დაცხადია, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება რუსები 2014 წელს არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს“, - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვთან მომავალ მოლაპარაკებებში მთავარი საკითხი იქნება იმის დადგენა, თუ რა დათმობებისთვის არის მზად რუსეთის ფედერაცია.
”ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენად დიდია განსხვავებები მხარეებს შორის”, - დასძინა მან.
გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები უკრაინის ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას, სავარაუდოდ, არ შეეხება.